თეა წულუკიანი: ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა
06-12-2022, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 


წულუკიანი პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ურჩევს დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, „რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა“.

 


„მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი სამედიცინო თუ სხვა კადრების მიმართ, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია და შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს. რასაკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის. მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს, რომ პატიმარი ათვითცნობიერებს, რომ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასჯელის მოხდისას თვითონვე არის ადეკვატური სასჯელთან. ვფიქრობ, რომ მის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა. ეს არ არის არავისთვის გასახარელი და ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი