პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
07-12-2022, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სკოლებში
ვიზიტებს განაგრძობენ. მშობლიურ სკოლაში ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-
3 საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე
ისაუბრა. მან საუბრისას მოზარდების ჩამოყალიბების პროცესში სკოლის როლზე,
განათლებული ახალგაზრდა თაობისა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების
მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი მთელი
საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები,
ოფიცრები და სერჟანტები სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობენ და მოსწავლეებს თემატურად
შერჩეული და მომზადებული, ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების სახით
საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების
შესაძლებლობებსა და პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო
მისიების მნიშვნელობასა და საქართველოს კონტრიბუციაზე ინფორმაციას პირადად აწვდიან.

 

 


2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია
დაგეგმილი. პროექტი „ჩვენი ჯარი“ რომელიც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო
სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების
ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი