საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გრძელდება
10-12-2022, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო
საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის
მეორე ნაკადს მასპინძლობს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრის
ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ინდივიდუალური საბრძოლო
მომზადების ოთხდღიან კურსს გადიან, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო,
ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული
და პრაქტიკული სწავლებები უტარდებათ.

 


კრწანისში საერთო-საჯარისო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე,
გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე შეხვდნენ. გრიგოლ გიორგაძემ საპილოტე პროექტის
მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროგრამის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები
უსურვა. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე
ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ
სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მომზადების გავლის სურვილი და შესაძლებლობა სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ.

 


შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების
ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება
წარმოადგენს. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალი თავდაცვის
ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის, წვრთნებისა და სამხედრო
განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების შესახებ
მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს.

 


თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თავდაცვის სამინისტროსა და კავკასიის
უნივერსიტეტს შორის 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი