მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
10-12-2022, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია.

 

სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

 

განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები.

 

იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტულ სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.

 

საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს.

 

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4500 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი