რომის კაფეში სამი ქალი, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი მოკლეს
12-12-2022, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რომის კაფეში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ქალი, მათ შორის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი მოკლა და კიდევ ოთხი სხვა ადამიანი დაჭრა. დაშავებულთაგან, სავარაუდოდ, ორი ქალი და ორი მამაკაცია, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია, დაკავებულია.

 


რომის მერმა რობერტო გუალტიერიმ თავდასხმა აღწერა, როგორც „ძალადობის მძიმე ეპიზოდი“ და თქვა, რომ ორშაბათს საგანგებო შეხვედრას დაესწრება.

 

 

კაფეში მყოფები ადგილობრივი კორპუსის მცხოვრებთა კომიტეტის შემადგენლობის ფარგლებში იყვნენ შეკრებილნი. იტალიის გაზეთი „La Repubblica“ იუწყება, რომ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ლუჩიანა კიორბა ფიდენეს რაიონში მდებარე კაფეში იმყოფებოდა. მისი თქმით, შეიარაღებული პირი ბარში კვირას შევარდა ყვირილით -„მოგკლავთ ყველას“, სანამ პისტოლეტს გამოიყენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სხვა მცხოვრებლებმა შეიპყრეს,სანამ მას პოლიციამ დააკავებდა.

 


პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მოკლულ ქალთაგან ერთ-ერთი, ნიკოლეტა გოლიზანო, მის მეგობრად მოიხსენია. სხვა მოკლული ქალები - ელიზაბეტა სილენცი და საბინა სპერანდიო არიან.

 


„ფეისბუქზე“,გოლიზანოს ოჯახისადმი სამძიმრის განცხადებაში, მელონიმ თქვა, რომ ყოველთვის ემახსოვრება თავისი მეგობარი, როგორც „ლამაზი და ბედნიერი“ ქალი.

 


„ნიკოლეტა იყო მზრუნველი დედა, გულწრფელი და მოკრძალებული მეგობარი, ძლიერი და ამავე დროს სუსტი ქალი. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის იყო პროფესიონალი, რომელსაც არაჩვეულებრივი მოვალეობის გრძნობა ჰქონდა... ნიკოლეტა ჩემი მეგობარი იყო“ - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში და განაგრძობს: „არ არის სამართლიანი ამგვარი სიკვდილი. ნიკოლეტა ბედნიერი და ლამაზი იყო წითელ კაბაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ 50 წლის იუბილეზე იყიდა. ჩემთვის ის ყოველთვის ასეთი ლამაზი და ბედნიერი იქნება“.

 


პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ეჭვმიტანილის მოტივზე. არ ვარაუდობენ, რომ თავდასხმა პოლიტიკური იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი