ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია, მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს
12-12-2022, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია, მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგებული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, მშვიდ ვითარებას.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

„მე მინდა დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაცნო ჩვენს საზოგადოებას და პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება ბოლო ერთ წელიწადში. იმის მიუხედავად, რაც ხდება რეგიონში, მეგობრებო, კარგად მოეხსენება ყველას, რომ უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა ყველგან, რეცესია, ევროპაში, ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა მილიარდ 675 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება. ჩვენ თუ ამას შევადარებთ წინა წელს და ასევე, მინდა ვთქვა, რომ კოვიდამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს მაგალითად, 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას, გამჭვირვალობა, მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ზოგადად ბიზნესის, ინვესტორების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი