ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება
12-12-2022, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.

 

„ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ 3 წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, რომ გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. აი, მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში, თუ იყო 7000 ლარი კომპენსაცია თუ დახმარება, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით, ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს, რომელიც მათ შორის , პოლიციელებზე გავრცელდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი