საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
16-12-2022, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა
სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა
და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს
შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე
თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ
ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და
განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შეხვედრაზე ევროპის საგარეო
ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა
საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების
შესახებ.

 


შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე,
არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს
მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თავდაცვის
მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის
სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის
დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ
თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

 


ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის
მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო
სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების
მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი