„ყველა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლის - ეს არის რევოლუციური ცვლილება“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
16-12-2022, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებით კოდექსში შეტანილი ცვლილებების
თანახმად, წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი
დიდი რეფორმის ნაწილია, რომელზეც მუშაობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

 

 

„ჩვენ დავაინიცირეთ კოდექსის კანონპროექტი, რომელიც მოიცავს თავდაცვის უწყების შესახებ
ყველა სამართლებრივ აქტს, მათ შორის კანონებს, რაც აქამდე გამოცემულა. ეს არის
რევოლუციური ცვლილება. ყველა წვევამდელი სამხედრო სამსახურს რომ მხოლოდ თავდაცვის
სამინისტროში გაივლის, ესეც დიდი რეფორმის ნაწილია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მხოლოდ თავდაცვის
სამინისტროში გავლის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან
განმარტა, ეს ხელს შეუწყობს ჯარის პოპულარიზაციას და ამავე დროს თავდაცვის უწყება
მიიღებს რეზერვს, რომლის მართვაც უკეთესად იქნება შესაძლებელი. მინისტრმა აღნიშნა, რომ
წვევამდელები თავდაცვის უწყებისგან განსხვავებულ საწყის მომზადებას გადიან შსს-ში თუ
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ისინი ძირითადად მხარდამჭერ, დაცვით ფუნქციებს
ასრულებენ და ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებასაც არ გადიან. მინისტრმა ახალი
ინიციატივა საზოგადოებისთვის შესაბამისი მაგალითითაც ახსნა: „ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ
წელიწადის კონკრეტულ პერიოდში მივიღოთ 4-5 ათასი სავალდებულო სამხედრო
მოსამსახურე. დღეს ეს რესურსი 1000-დან 2000 ადამიანამდეა შემცირებული. ეს პრობლემა აქვს
როგორც სხვა უწყებებს, ვინც ამ ეტაპამდე იღებს წვევამდელებს და ჩვენც“.

 


მინისტრმა წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურის პირობებზეც
ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არჩევანის უფლებაც ექნებათ, დიაპაზონი იქნება უფრო
გაფართოებული. „რა თქმა უნდა, ეს ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ჩვენ ამის
მზაობაც გამოვხატეთ. სავარაუდოდ, სახელმწიფოს წვევამდელების სავალდებულო სამხედრო
სამსახურის თავდაცვის უწყებაში გავლა 70-80 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განმარტა ჯუანშერ
ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი