ჯუანშერ ბურჭულაძე: „შემოგვაქვს მოქნილი სისტემა, რომელიც სტუდენტებს ხელს არ შეუშლის არც განათლების მიღებაში და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში“
16-12-2022, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ახალ კოდექსსა და გათვალისწინებულ სიახლეებზე
ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ მოქნილ, გამარტივებულ სისტემაზე ისაუბრა, რასაც
თავდაცვის უწყება სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში პოტენციურ პირებს, მათ
შორის სტუდენტებს შესთავაზებს. ახალგაზრდებს 23 წლის ასაკამდე სურვილისა და
არჩევანის მიხედვით, სამხედრო წვრთნის სტუდენტობის პერიოდშივე გავლის
შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

მინისტრის განმარტებით, სტუდენტებს სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება
ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე მოუწევთ, რომლის დასრულებისთანავე
სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება: „გავაფართოეთ პოტენციურ
პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს სავალდებულო ჯარი. იქნება 3 არჩევანი - კონკრეტულ
შემთხვევაში, 6-თვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი, 8-თვიანი
კურსი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო
მომზადებას ისინიც გაივლიან, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში,
იქნება არჩევანის საშუალება. სტუდენტებისთვის ინტენსიური დღეების რაოდენობა 108
დღეს შეადგენს. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არც განათლების მიღებაში
შეუშლის და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში“, - განაცხადა
თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე
საუბრისას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი