ჯუანშერ ბურჭულაძე: „მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი და გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს“
16-12-2022, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი,
გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს და თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც შეიძლება
ახლდეს სამხედროსთან გაიგივებულ საქმიანობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსით განისაზღვრება
თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის მინიჭების სამართლებრივი სტატუსი.
„ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა მოხალისეთა ორგანიზაციები; ბევრი
ახალგაზრდა გაწევრიანდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ანარქიული.
თავდაცვის ახალი კოდექსი ორიენტირებულია, რომ ეს თემა ჩარჩოებში მოაქციოს.
ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად იყოს დაზღვეული რისკებისგან, რაც არ
შეიძლება მოდიოდეს ანალოგიური ორგანიზაციების დაფუძნებისგან, სამხედროსთან
გაიგივებული საქმიანობისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

 


თავდაცვის კოდექსით თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხელი შეუწყოს იმ
კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის
პოპულარიზაციას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი