„თავდაცვის ბიუჯეტის ზრდამ სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება მოგვცა“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
16-12-2022, 20:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 


„თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო კვარტალში 10 პროცენტით, დაახლოებით, 90 მლნ ლარით
გაიზარდა. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი 6 პროცენტით მეტია, ვიდრე მიმდინარე.
აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება
მოგვცა; ასევე, რესურსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და მნიშვნელოვანი
ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა მოგვეცა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის თვალსაზრისით
ისეთ მნიშვნელოვანი სიახლეზე ისაუბრა, როგორიცაა გარკვეულ კატეგორიებზე კომპენსაციების
ოდენობის ზრდა. „ჩვენ არსებითად გავზარდეთ როგორც საბრძოლო მოქმედებების, ასევე
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ-დაშავებულთა კომპენსაციები.
ყველა ამ სახის კომპენსაცია დაახლოებით გავაორმაგეთ. კომპენსაციები საბრძოლო
მოქმედებების დროს დაღუპულთა შემთხვევაში არის 100 000 ლარი, ეს ბატონ ბიძინა
ივანიშვილის პრემიერობის დროს დაწესდა. ამ შემთხვევაში იზრდება პირთა წრე და
გულისხმობს სამოქალაქო პერსონალსაც, რომელიც მონაწილეობს მხარდამჭერ კომპონენტში
საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი