„გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
16-12-2022, 21:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო
პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. თავდაცვის მინისტრმა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა,
რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ
სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების
(ბინების) მშენებლობა. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა
შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე
სერჟანტები.

 


„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს
ჰქონდეს იმის გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“, -
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მახათას მთაზე
მშენებარე ბინები უკვე 1000-ზე მეტ სამხედრო პირს საკუთრებაში გადაეცა. „სამომავლოდ,
კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება,
ამ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო და ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ყველა
სამხედრ პირისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი