საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა
22-12-2022, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი- თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა.

 


მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

 


სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის
მნიშვნელობაზეც.

 


აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს.

 


შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს.

 


აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი