„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
22-12-2022, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ უმასპინძლა.

 


ფონდმა 2022 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს
სამომავლო გეგმები გააცნო - მიმდინარე წელს ფონდის მიერ 53 დაჭრილი მებრძოლი
დაფინანსდა, ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის 13 ურთულესი, ოფთალმოლოგიური ჩარევა და
ა.შ. ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით
დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების
შვილებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი სპეციალური კურსები შეიქმნა.

 


ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-
მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან ყურადღება დაჭრილი და დაშავებული
სამხედროებისა და ვეტერანების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა
და ფონდის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშზე სიტყვით
გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი და აშშ-ის ელჩი
საქართველოში კელი დეგნანი, ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი, ნატოს
სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი კირუშენ აბიდინოღლუ და ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. ვიდეოტელეკონფერენციით კი,
ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ჩაერთო.

 


ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის
ძალებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 


შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობის პარალელურად მსურველებს შემოწირულობის
გაღება შეეძლოთ.

 


2018 წლის ივლისიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს“ კომპანია
„სილქნეთი“ ხელმძღვანელობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი