გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
25-12-2022, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

 

მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაცნობა იყო, რადგან მათ სამხედრო გაკვეთილებზე თეორიულად შესწავლილი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, უშუალოდ სამხედრო ბაზაზე იხილეს. მოსწავლეების ღია კარის დღე „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.

 


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლება და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი