ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ამერიკის შეერთებულ შტატებში არქტიკულ ყინვასა და ქარიშხალს
26-12-2022, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანია გარდაცვლილი, რაც არქტიკულ ყინვასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური პირების განცხადებით, 34 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში. ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი მოყინულ გზაზე გადატრიალდა ქალაქ მერიტთან, ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში.

 


როგორც BBC იტყობინება, ზამთრის ქარიშხლის მასშტაბები უპრეცედენტოა. ის კანადიდან მდინარე რიო გრანდემდე ტერიტორიაზე ვრცელდება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქარიშხალი უახლოეს დღეებში შესუსტდება, მაგრამ მოქალაქეებს მაინც ურჩევენ, რომ მოერიდონ მოგზაურობას, თუ ეს აუცილებელი არ არის.

 


ქარიშხალ დიღეების განმავლობაში ანადგურებდა ინფრასტრუქტურას, მაგრამ ელექტროენერგია სტაბილურად არის აღდგენილი ადრეული გამორთვების შემდეგ. Associated Press-ის ცნობით, კვირას, დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის გარეშე უკვე - 1.7 მილიონი მომხმარებლის პიკის შემდეგ - 200 000-ზე ნაკლები მობინადრე იყო დარჩენილი. ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა საშობაო დღესასწაულზე თავიანთ ოჯახებთან მისვლა ვერ შეძლო.

 


ზამთრის ქარიშხალმა - „ბომბი ციკლონი“ - რომელიც ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემისას წარმოიშობა და ძლიერ თოვას და ქარს იწვევს, აშშ-ში მოგზაურობა შეაფერხა. კვირას, ჯერ კიდევ 55 მილიონზე მეტი ამერიკელი იყო გაფრთხილებული ქარიშხლისა და თანმხლები ყინვების გამო.

 


ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, რომელიც ბუფალოს მკვიდრია, თქვა: „ეს ისტორიაში შევა, როგორც ბუფალოს ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი“. „ეს ჰგავს ომის ზონაში წასვლას. გზების გასწვრივ მანქანები შოკისმომგვრელია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კვირა საღამოს. მოქალაქეები კვლავ დგანან „სიცოცხლისთვის ძალიან საშიში სიტუაციის“ წინაშე და ვინც ამ მხარეში იმყოფება, შინ უნდა დარჩეს, - თქვა მან.

 


12 სიკვდილი დადასტურდა ერაის ოლქში. ზოგიერთი მსხვერპლი ნაპოვნია მანქანებში ან თოვლში.

 


ქარიშხალთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ვერმონტში, ოჰაიოში, მისურიში, ვისკონსინში, კანზასსა და კოლორადოში.

 

 

სამხრეთ ფლორიდაში ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ იგუანები (ძირითადად ხეებზე მობინადრე გიგანტური ხვლიკები) გაიყინნენ და ხეებიდან ჩამოვარდნენ.

 

 

ყინვებისგან ყველაზე მეტად დაზარალებული დასავლეთ აშშ-ის შტატი მონტანაა, სადაც ტემპერატურა -45C-ამდე ეცემა.

 

 

კანადაში კი, ქარიშხლის და სიცივისგან, ონტარიოს და კვებეკის პროვინციები არიან დაზარალებული. კვირას კვებეკში თითქმის 120 000 აბონენტი იყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ოფიციალური პირების განცხადებით, ზოგიერთი მობინადრისთვის ელექტროენერგიის აღდგენას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი