პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ხონის N2 საჯარო სკოლას მე-5 საარტილერიო ბრიგადის
მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე ესტუმრა. ბრიგადის მეთაური მშობლიური სკოლის
მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის
ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული
გამოწვევების შესახებ ესაუბრა. პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა საქართველოს
თავდაცვის ძალების თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები იხილეს და ეროვნული
გმირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
პროექტის მიზანს ახალგაზრდა თაობაში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ
ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.