ირაკლი ღარიბაშვილი: დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა
27-12-2022, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ამ მიზნით თითქმის 100 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

 

„კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის მიმართლებით, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, ყველა სტადიონის რეაბილიტაცია, შეკეთება, განახლება. ასევე ვგეგმავთ ჩვენ გაისად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სანახაობა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამ მიზნით გამოყოფილი არის თითქმის 100 მილიონ ლარამდე, მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რეგიონებში დარჩება უეფას სტანდარტებით გაუმჯობესებული სტადიონები”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი