უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული
29-12-2022, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. - „მდგომარეობა უძრავია“.

 


მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა ნოემბერში სამხრეთ ქალაქ ხერსონი დაიბრუნეს, ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის გარშემო, აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში მიმდინარეობდა. სხვაგან, რუსული ძალები, როგორც ჩანს, თავდაცვაზე არიან, ხოლო ზამთარმა უკრაინის 1000-კილომეტრიან წინა ხაზზე სახმელეთო ოპერაციების ტემპი შეანელა. ამ ფონზე, კიევი უფრო მოწინავე იარაღს ელოდება დასავლელი მოკავშირეებისგან.

 


ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „ახლა სრულიად ჩიხშია“ და განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ზარალს და მისი თქმით, კრემლმა გადაწყვიტა გამოეცხადებინა წვევამდელების მორიგი მობილიზაცია, მაგრამ, დასძინა მან, უკრაინულ ძალებს მრავალ სფეროში ჯერ კიდევ არ გააჩნიათ რესურსები წინსვლისთვის. „ჩვენ ვერ დავამარცხებთ მათ ყველა მიმართულებით ყოვლისმომცველად. ვერც ისინი“, - თქვა მან. „ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველოდებით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მოწინავე იარაღის შემოტანას“.

 


ამ თვის დასაწყისში, რუსეთის არაერთი სამხედრო მარცხის შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს 2023 წლის დასაწყისში მოსკოვის ძალების მიერ ბელარუსიდან კიდევ ერთი სახმელეთო შეტევის შესაძლებლობის შესახებ. მათ თქვეს, რომ ეს ძალისხმევა შეიძლება მოიცავდეს დედაქალაქის, კიევის ხელში ჩაგდების მეორე მცდელობას და ათობით ათასი რეზერვისტის ჩართვას, რომლებიც რუსეთში არიან გადამზადებული.

 


ბუდანოვმა, ამასთან, რუსეთის საქმიანობა ბელარუსში, მათ შორის ათასობით ჯარისკაცის გადაადგილება, მიიჩნია, როგორც უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით განლაგებული ჯარების ბრძოლის ველებიდან ჩრდილოეთით გადართვის მცდელობა.

 


ცოტა ხნის წინ, მისი თქმით, რუსი ჯარისკაცებით დატვირთული მატარებელი შეჩერდა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან და რამდენიმე საათის შემდეგ ყველა უკან დაბრუნდა.

 


„მათ ეს ღიად გააკეთეს დღისით, რათა ყველას დაენახა, თუნდაც [ჩვენ] გვინდოდა ეს თუ, არ გვინდოდა“, - თქვა მან და დაამატა, რომ მას ბელარუსში განლაგებული ჯარების მხრიდან რეალური და უახლოესი საფრთხე არ უგრძვნია. „ამჟამად, მე ბელარუსიდან არ ვხედავ რაიმე ნიშნებს კიევსა ან ჩრდილოეთ რეგიონებში შეჭრისთვის მოსამზადებლად“.

 


ინტერვიუ ბუდანოვის ბუნდოვნად განათებულ ოფისში კიევში შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ბოლო სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ჩავიდა. პუტინის ვიზიტმა გააჩინა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეშაძლებელი იყო მას დაერწმუნებინა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მისი დიდი ხნის მოკავშირე, უკრაინაში ბელარუსული ჯარების გაგზავნის საჭიროებაში.

 


რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპპზე ბელარუსი რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმების დასაწყებად გამოიყენეს, მაგრამ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ბელარუსის საზოგადოება არ დაუჭერს მხარს ომში შემდგომ ჩართულობას და ანალიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მისი 48-ათასიანი ჯარის მზადყოფნის დონეს. „სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფა თავისი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მან.

 


მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ხელახლა დაიკავეს ხერსონი, ისინი ბახმუტის გარშემო რუსულ ჯარებთან სასტიკ ბრძოლებში იყვნენ ჩართულნი, რაც პირველ მსოფლიო ომს შეადარეს. რუსეთის მიერ ქალაქის აღება უკრაინის მომარაგების ხაზებს დაარღვევს და გზას გაუხსნის მოწინააღმდეგეს უკრაინის აღმოსავლეთში სხვა გამაგრებული ადგილებისაკენ, მათ შორის კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი