ირაკლი კაკაბაძე: კაცი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო და მიუხედავად ამისა, არ დახარბებულა არანაირ ძალაუფლებაზე - მშვიდობიანად წავიდა საუკუნო საუფლოში
30-12-2022, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კაცი, რომელიც ჩარლი ჩაპლინთან და მაჰათმა განდისთან ერთად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო და მიუხედავად ამისა, არ დახარბებულა არანაირ ძალაუფლებაზე - მშვიდობიანად წავიდა საუკუნო საუფლოში, - ასე ეხმაურება მწერალი ირაკლი კაკაბაძე ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის, პელეს გარდაცვალებას.

 


„ფეხბურთის ნამდვილი მეფე. მეოცე საუკუნის უდიდესი ფეხბურთელი და ათლეტი. პატარა შავკანიანი ბიჭი სან პაოლოდან, რომელმაც ბევრად უკეთესი გახადა ეს პლანეტა. ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც არასდროს გაბოროტებულა არავისზე და რომელმაც ბედნიერი ღიმილით მოიგო 3 მსოფლიო ჩემპიონატი. რომელმაც მთელი თავისი პრაიმ-კარიერის მანძილზე არასდროს მიატოვა მისი ლეგენდარული და მაინც ღარიბი კლუბი „სანტოსი“. კაცი, რომელიც ჩარლი ჩაპლინთან და მაჰათმა განდისთან ერთად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო და მიუხედავად ამისა, არ დახარბებულა არანაირ ძალაუფლებაზე - მშვიდობიანად წავიდა საუკუნო საუფლოში. ბევრი ფეხბურთელი იყო და არის დიდი: ჯორჯ ბესტი, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი, დიეგო არმანდო მარადონა, ზინედინ ზიდანი, გარინჩა, დიდი, ვავა, რონალდო, რონალდინიო, ქრისთიანო რონალდუ, ლიონელ მესი, კილიან მბაპე - მაგრამ ფეხბურთს ამ პრინცებთან ერთად ჰყავდა მხოლოდ ერთი მეფე. ეს იყო ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელე. იმიტომაც არის, რომ ჩვენს მშობლიურ ქართულ ენაშიც, როდესაც გვინდა ყველაზე დიდი ქათინაური ვუთხრათ ვინმეს მისის საქმიანობის თუ ნებისმიერი ქმედების გამო, ჩვენ მას ყოველთვის ვეუბნებით: შენ ხარ პელე!. და ამით ლაპარაკი დამთავრებულია. ის იყო და არის პლანეტის ნამდვილი მეფე - ღარიბი შავკანიანი ბიჭი სან პაოლოდან, რომელმაც არასდროს მიატოვა თავისი ქალაქი თავისი ფლაველებით და იქ მიაბარა სული უფალს ალბერტ აინშტაინის ჰოსპიტალში“, - წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი