თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთის სარდლობის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
30-12-2022, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 


თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზა და მე-6 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა. გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მეთაურებისგან მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში და 2023 წლის გეგმები მოისმინა.

 


თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ყაზარმებს, სპორტულ დარბაზებს, ავტოპარკს და სასადილოებს. დასრულდა ბაზებზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, შიდა გზების მოწესრიგება.

 


სამხედრო ბაზები თავდაცვის ძალების მეთაურმა, მის მოადგილესთან გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან,ა დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან და ლოჯისტიკის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კახა ტაბატაძესათან ერთად მოინახულა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი