ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 288.0 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა
30-12-2022, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 26.6 მლრდ აშშ დოლარი (-75.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -116.2 პროცენტია (30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -126.2 პროცენტი იყო). ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 


უწყების ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 288.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

 


„2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 13.4 მლრდ აშშ დოლარია (37.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

 


მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 39.9 მლრდ აშშ დოლარი (112.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 846.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი