ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა
30-12-2022, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 


ვახტან ცინცაძე ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2009 წლიდან მუშაობს. კერძოდ, ის 2009-2013 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა; 2013 – 2016 წწ. დაიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 


ვახტანგ ცინცაძეს ასევე აქვს კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. 2008-2009 წლებში ის ასევე მუშაობდა სს „თი ბი სი ბანკის“ გარე გაყიდვების ქსელის განვითარების უფროს მენეჯერად.

 


ვახტანგ ცინცაძეს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო კურსი თუ პროგრამა, მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის პროგრამები.

 

 

ვახტანგ ცინცაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის მაგისტრი. 2005-2006 წლებში იყო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის, 2012 წელს კი – ჯორჯ მარშალის ცენტრის, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს Leaders Program in Advanced Security Studies (LPASS) პროგრამის მონაწილე. 2021 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო მართვის დოქტორანტი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ვახტანგ ცინცაძეს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მომზადებაში. მათ შორისაა, საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება – საკრედიტო-საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება – ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა.

 


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი