GUARDIAN.GE - ბრაზილიაში უსაფრთხოების ძალებმა კონგრესზე კონტროლი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც იქ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები შეიჭრნენ. ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები დედაქალაქ ბრაზილიაში ასევე უზენაესი სასამართლოს შენობაშიც შეიჭრნენ.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც ეროვნულ დროშაში გახვეულმა დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლეს ალყა შემოარტყეს.
ბოლსონარომ, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ვეტერან ლუის ინასიო ლულა და სილვასთან წააგო.
ბოლსონაროს მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სამხედრო ინტერვენციისა და ლულას გადადგომის მოწოდებებით გამოდიან.
ლულამ, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება სან-პაულოს შტატში, აჯანყებულებს „ფანატიკოსი ფაშისტები“ უწოდა და მათი დასჯის პირობა დადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.