ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია
09-01-2023, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


მისი თქმით, 2022 წლის 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10 პროცენტით განისაზღვრა, ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება 10 პროცენტის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6 600 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

 


„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 23.7 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,1 პროცენტია. 2022 წელს მობილიზებულმა ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 19.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,8 პროცენტია, მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით, მობილიზებულ იქნა 17.4 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100,2 პროცენტს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ შეადგინა 23.1 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლის 100,2 პროცენტია, მათ შორის, კაპიტალურმა ხარჯებმა 6.0 მილიარდს გადააჭარბა და დაგეგმილი მაჩვენებლის 100 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 


როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. მისი თქმით, 2022 წლის თავდაპირველი დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრული იყო 4,4 პროცენტით მშპ-სთან მიმართებით, თუმცა წლის განმავლობაში, ბიუჯეტის დეფიციტი ეტაპობრივად შემცირდა და 3,1 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 


მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინფლაციის ტემპის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9,8 პროცენტი შეადგინა.

 

 

„მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი