სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
12-01-2023, 20:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.

 


სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს და მოიწონეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2023 წელს მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

 


სხდომაზე შეაჯამეს 2022 წელს რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და განიხილეს 2023 წლის ამოცანები, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ , „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს ეკონომიკური განვითარების გეგმებისა, საინვესტიციო პროექტების შესახებ.

 


მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უკვე დაფინანსებულია 42 პროექტი 23 675 398 ლარის ღირებულებით.

 

 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

 


ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი