ზვიად შალამბერიძე: ძლიერი ქარის გამო, გთხოვთ დღეს, მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან
13-01-2023, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა.

 

 

,,მეოთხე დღეა გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. დღეისათვის ჩვენ, სამწუხაროდ 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული რეგიონის მასშტაბით. ამ ეტაპზე არ მიეწოდება 150-მდე სოფელს ელექტროენერგია, გვაქვს პრობლემები გაზის და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა 24 საათის განმავლობაში, როგორც აქამდე ახლაც მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები პრობლემების აღმოფხვრაზე და რაც შესაძლებელია მოკლე დროში ვახორციელებთ ყველა სახის სამუშაოებს.

 


აქვე, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნეს ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“ - ზვიად შალამბერიძე.

 

 

რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი