ვანში 4-დღიანი ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
13-01-2023, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვანში 4-დღიანი ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დილიდან ქარის შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდება და პირადად ეცნობა მათ პრობლემებს.


ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემები შეიქმნა ვანის მუნიციპალიტეტში - წაიქცა ხეები, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები.


მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.


ვანის მერიაში შექმინილია სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია, რომელიც აწარმოებს ზარალის დათვლას და აღრიცხვას, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების გაეწევა.


ძლიერი ქარის გამო გამოწვეული საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს , ან დარეკეთ მერიაში მოქმედ ცხელ ხაზზე: (0432) 22 10 34 , 591 30 02 80


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი