მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი: დღის წესრიგში სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დგას
14-01-2023, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობას აპირებს. მან მარნეულის სოფელ კასუმლოს სკოლა 2007 წელს დაამთავრა, შემდეგ უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ბაქოში გაემგზავრა, იქ დაწყებული სწავლა საქართველოში განაგრძო და მარნეულის უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა 2015 წელს ულაშლოს საჯარო სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო, 2017 წლიდან დღემდე კი პარალელურად ინგლისურ ენასაც ასწავლის, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის აპრილში დაინიშნა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის ნაიბ ასკეროვმა განუცხადა, ახმედ გაჯიევის დირექტორობის პერიოდში ბევრი ისეთი საქმის კეთება უწევდა, რაც დირექტორის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლაში დაეხმარა და როდესაც სკოლის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაზე იყო საუბარი, ყოფილმა დირექტორმა, ახმედ გაჯიევმა სწორედ მას გაუწია რეკომენდაცია.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

 

 

„მე ძალიან მადლიერი ვარ ბატონი ახმედ გაჯიევის. მისი დირექტორობის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე და დღეს ეს ჩემს საქმიანობაში ძალიან მადგება. თუ დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე საკმარის ქულებს მივიღებ და შემდეგ გასაუბრებასაც წარმატებით გავივლი, მზად ვარ ვემსახურო ულაშლოს სკოლას.

 

 

„დირექტორს ბევრი რამ მოეთხოვება და ამ რამდენიმე თვეში, რაც მოვალეობას ვასრულებ, საინტერესო გამოცდილება შევიძინე. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ მზად ვარ უფრო მეტი ვისწავლო, უფრო განნვითარდე და უფრო მეტი შევძლო სკოლის წინსვლისთვის“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ნაიბ ასკეროვმა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი (ხელმარცხნივ) და დირექტორი ნაიბ ასკეროვი (ხელმარჯვნივ)

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ახლა სკოლის გადასაწყვეტ საკითხთა შორის დღის წესრიგში დგას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

 

 

„ამჟამად, ყველაზე პრობლემური საკითხი, შეიძლება ითქვას, სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. სკოლა უკვე კარგა ხანია საჭიროებს რემონტს. გადავწყვიტეთ, რომ სკოლის ბიუჯეტით, ამ ეტაპზე, სამი საკლასო ოთახი გავარემონტოთ, მომავალ წელს კი ისევ დავამატებთ თანხას და მეტი საკლასო ოთახი მოწესრიგდება. კარგი გარემო ყველასათვის სტიმულის მიმცემია“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ნაიბ ასკეროვმა.

 

 

მისი ინფორმაციით, ულაშლოს საჯარო სკოლაში ამჟამად 85 მოსწავლე ირიცხება და ბავშვები საბაზო სკოლის 9 კლასის დასრულების მეზობელ სოფლებში - კასუმლოში და აღმამედლოში განაგრძობენ სწავლას.

 

 

 

 

ასკეროვის თქმით, სკოლას 2022 წლის მონაცემებით, 3 უფროსი მასწავლებელი ჰყავდა, ახლა კი, უკვე 7 პედაგოგია უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე.

 


დირექტორის განცხადებით, სკოლაში ქართული ენის სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ქართულის, როგორც მეორე ენის სამივე მასწავლებელი სერტიფიცირებულია და უფროსი მასწავლებელია, ერთ-ერთი მათგანი კი, ნოვრასტა მუსტაფაევი, სკოლის დირექციის მიერ წამყვანობაზეა წარდგენილი.

 

 

ნაიბ ასკეროვის ინფორმაციით, ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ულაშლოს საჯარო სკოლაში 2022 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა კომისია, დეკემბერში დადებითი პასუხი მიიღეს და სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

 

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები


















 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი