ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ამავე კომისიის წევრები და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი.
კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 -2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.