ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში 120 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
17-01-2023, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყეს. რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესთან და ვანის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 


,,ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს ახალ რეაბილიტირებულ და შეიძლება ითქვას მთლიანად ახლად აშენებულ სკოლაში განაახლებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურულ პირობებში სწავლის გაგრძელების საშუალება, ისევე როგორც დანარჩენი შვიდი სკოლის მოსწავლეებს, რომელთა სკოლის რეაბილიტაცია უკვე დავასრულეთ წინა წელს. პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე რეგიონში დამატებით რვა სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც დასრულდება 2023 წელს. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით მიმდინარე წელს იგეგმება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც სკოლების ასევე, ბაღების მიმართულებით და ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ვიზეიმებთ მსგავსი პირობების მქონე შენობების გახსნას“ - ზვიად შალამბერიძე.

 

 

ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან (მუნიციპალური განვითარების ფონდი) 2 658 630 ლარით დაფინანსდა.

 

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი