ილია დარჩიაშვილი: პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის
18-01-2023, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებს აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

 


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკურ განზომილებაში.

 


„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტიო შვეიცარიაში. დავოსში მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. პარალელურად იმართება შეხვედრები მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დიალოგი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე დას ზოგადად, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასისა და ევროპის დამაკავშირებელ იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის როლს და მნიშვნელობას. შუა კორიდორი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველო და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენმა რეგიონმა, ცენტრალურმა აზიამ უნდა შესთავაზოს ევროპას და ამ მიმართულებით, პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან როლზე, ეკონომიკურ განზომილებაში, რომელიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი