უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი პირველი მოადგილე დაიღუპა
18-01-2023, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, კიდევ 9 პირი კი – საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.

 

 

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

 

 

ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა სამი მცირეწლოვანიც, დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

 

 

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის წარმომადგენელმა, იური იგნატმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, ვერტმფრენი, რომელიც კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა, სახელმწიფო და საგანგებო სიტუაციების დავალებას ასრულებდა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი