ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
18-01-2023, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

 


იორდანია საქართველოსთან ერთად ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს.

 


იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი