ილია დარჩიაშვილი: მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში
19-01-2023, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, კერძოდ დავოსში, სადაც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ერთის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ შეხვედრები არის სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატითა და გარემოთი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.

 

მისივე თქმით, პარალელურად პრემიერი მონაწილეობს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

 

„პარალელურად პრემიერი იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დისკუსიები, რომლებშიც უკვე მიიღო პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა, ეს იყო ლიდერების არაფორმალური ლანჩი, სადაც განხილული იქნა გლობალური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, სადაც ლიდერები საუბრობდნენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ერთი მხრივ გამოწვევებს, რომელიც არსებობს მსოფლიოში და მეორე მხრივ, როგორ მოხდეს მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა ქვეყნებმა ერთი მიმართულებით, სწორი პრიორიტეტების მიხედვით იხელმძღვანელონ.

 


მეორე დისკუსია, რომელიც გაიმართა ასევე ლიდერების მონაწილეობით და საქართველოს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი, შეეხებოდა ახალი ენერგორეალობის საკითხს და მნიშვნელობას. როგორც იცით, დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი და ლიდერები ამ მიმართულებით საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ახალ გარემოში ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებმა, ენერგორესურსების ეფექტურად დივერსიფიკაციისა და მაქსიმალური გადანაწილებისთვის ქვეყნებს შორის,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 


საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში, სხვა ლიდერებთან ერთად.

 


„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში, რომელშიც მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას, ეს არის საკითხი, თუ როგორ გადაიქცა ევრაზიის შუა კორიდორი ბილიკიდან გზატკეცილამდე. აღნიშნულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ხოლო დისკუსიას მოდელირებას გაუწევს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი. დისკუსიების მთავარი მიზანია, რომ დავანახოთ მსოფლიოს ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს და თუ რა როლის შეტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს ევროპის ენერგოუსაფრთხოება და რომ კიდევ უფრო მოხდეს დივერსიფიცირება იმ ენერგორესურსების, რომელიც მიეწოდება ევროპას“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი