ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება და „საფრანგეთს ეყოლება ჯარი, რომელიც მზად იქნება საუკუნის საფრთხეებისათვის“
21-01-2023, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე.

 

 

მაკრონის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2017 წელს მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე - 2030 წლისთვის, საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება.

 


საფრანგეთის ლიდერმა აღიარა „მშვიდობის დივიდენდის“ დასასრული, რაც ცივი ომის დასრულებას მოჰყვა, და თქვა, რომ 2024-2030 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი სამხედროების მაღალი ინტენსივობის კონფლიქტების შესაძლებლობისადმი ადაპტირებას მოახდენს, რაც კიდევ უფრო გადაუდებელია რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო.

 

 

„რადგან ომები იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება ჯარები, რომლებიც მზად არიან საუკუნის საფრთხეებისათვის“, - განაცხადა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე მონ-დე-მარშანის საავიაციო ბაზაზე.

 


მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობას კიბერშეტევების წინააღმდეგ და სამხედრო დაზვერვის ბიუჯეტს თითქმის 60%-ით გაზრდის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი