საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჰელმჰოლცის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25-01-2023, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) შორის თანამშრომლობა იწყება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, პაოლო ჯუბელინომ ფრანკფურტში მოაწერეს.

 


მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პარტნიორობას ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. საერთო კვლევის შესაძლო სფეროებად განსაზღვრულია პროტონოთერაპია, სუფთა ენერგია, ცირკულარული ეკონომიკა, ჰიდროდინამიკა, ჰაერის დაბინძურება, რადიაციული ფიზიკა, რადიოონკოლოგია და რადიონუკლიდების წარმოება.

 


ამასთან, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები როგორც საქართველოში, ასევე GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრში. გერმანული მხარე ქართველ კოლეგებს რადიაციული თერაპიისთვის პროტონული ციკლოტრონის მუშაობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ადრონული თერაპიის ცენტრისთვის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს. მხარეები ასევე ერთობლივად იმუშავებენ არსებული SMART-ლაბორატორიების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს შორის დაწყებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ქართულ- გერმანული სამეცნიერო ხიდის (Georgian-German Science Bridge (GGSB)) ფარგლებში.

 


ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი