ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე: ქალების წამყვან თანამდებობებზე ყოფნა მხოლოდ წაადგება საქმეს
25-01-2023, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ვარდო შაინიძე აჭარიდან სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში 1990-იანი წლების დასაწყისში, სრულიად ახალგაზრდა, ოჯახთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონის მკვიდრ თავის თანამემამულეებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, აჭარის მთებითა და მარადმწვანე ტყეებით გარშემორტყმული ლანდშაფტიდან ჯავახეთის ერთი შეხედვით მოტიტვლებულ, პირქუშ და მკაცრ სივრცეში იმდენად გაუჭირდა ცხოვრება, რომ ხშირად ტიროდა კიდეც და ამით იქარვებდა მშობლიური ადგილების მონატრებით გამოწვეულ დარდს, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვია ახალ გარემოს, სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ დირექტორის მოადგილეც გახდა და უკვე მე-4 წელია, რაც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

 

 

ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე ცენტრში - პედკოლექტივთან ერთად

 


როგორც იგი GUARDIAN.GE-ისთან საუბარში ამბობს, შრომისმოყვარე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და ქალების წამყვან პოზიციებზე ყოფნა - კლიმატურად ისეთ რთულ რეგიონშიც კი, როგორიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტია - მხოლოდ წაადგება საქმეს, რადგან მისი შეფასებით, ქალებს უმეტესწილად, პასუხისმგებლობის განსაკუთრებულად მაღალი გრძნობა აქვთ და დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ.

 

 

 


ვარდო შაინიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რამდენიმე წელი ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში იმუშავა მასწავლებლად, შემდეგ კი აზმანის სკოლაში განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა, დღეს კი, უკვე დირექტორობის პარალელურად, უფროსი მასწავლებლის სტატუსით ასწავლის ბიოლოგიას და წამყვანობაზეც ფიქრობს.

 

 

 

 

„ბათუმშიც მაქვს საცხოვრებელი სახლი, ჩემი ერთი შვილი იქ ცხოვრობს, შემიძლია მეც წავიდე და იქ დავიწყო სამსახური, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ისე მივეჩვიე ამ სოფელს, რომ აქ ვარჩევ მუშაობას. ახლა კი არა, 90-იანი წლების ისეთ რთულ პერიოდშიც კი არ მივატოვე სკოლა, როცა ხელფასები  კუპონებზე გაიცემოდა და თან თვეების განმავლობაში, 2 წელიც კი ვერ ვიღებდით ჩვენს კუთვნილ გასამრჯელოს. სწორედ ამ დროიდან და უფრო ადრიდანაც მუშაობს ბევრი ჩემი კოლეგა აზმანის სკოლაში, რომლებიც თავიანთი მაღალპროფესიონალიზმით, ერთგულად ემსახურებიან ძალზე კეთილშობილურ საქმეს, მომავალი თაობის აღზრდას“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ, თუმცა წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ ახალქალაქის ქართული სოფლებიდან მიგრაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და თუ ასე გაგრძელდა, არც ისე შორეულ მომავალში, აღნიშნული დასახლებული პუნქტები შესაძლოა, დაცარიელების პირამდე მივიდეს.

 

 

„1990-იან წლების დასაწყისში ჩამოვსახლდით ამ სოფელში, რაც სტიქიურ უბედურებას უკავშირდებოდა. აჭარაში განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა ეკომიგრანტებად აქცია არაერთი ოჯახი. იცით, რომ მთელი ქვეყნისთვის რთული პერიოდი იდგა გასული საუკუნის 90-იანი წლებში, და ბუნებრივია, ჩვენთვის განსაკუთრებით რთული იყო ეს დრო, რადგან, საყოველთაო გაჭირვებასთან ერთად, საცხოვრებელი პირობების კარდინალურად შეცვლა და სრულიად უცხო გარემოსთან შეგუებაც მოგვიწია. აქ როცა ჩამოვსახლდით, გარშემო ცეკავშირის შენობები იდგა, სახლები დაგვხდვა, მაგრამ იცით, რომ მალე ცეკავშირი დაიშალა და ჩვენ თავად მივამატეთ არსებულს, რადგან საცხოვრებლად არც ისე გამოსადეგი იყო ეს სახლები. პირადად მე, ძალიან უცხოდ აღვიქვი აქაურობა, აჭარის მარადმწვანე სივრციდან სამცხე-ჯავახეთის მოტიტვლებულ, პირქუშ გარემოში გადმოსვლა ძალიან რთული შესაგუებელი აღმოჩნდა ჩემთვის. 22 წლის ვიყავი, ვტიროდი, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ეგუება ყველაფერს. ჩვენც შევეგუეთ. ბევრი რამ თვითონ გავაკეთეთ. აქაური პირობები რთულია, სამსახურის პარალელურად მიწაზე შრომაც გიწევს, შედეგი კი, ნაკლებია. სკოლის გარდა, სოფელში დასაქმების რამე სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდობის უმეტესობა ტოვებს სოფელს. ეს კი შობადობის მკვეთრად შემცირებას და შესაბამისად, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის კლებას იწვევს. მიგრაციის პროცესი იმდენად გაღრმავდა, რომ თუკი 90-იან წლებში აზმანის სკოლაში 70 მოსწავლე იყო, ახლა საგრძნობლად არის შემცირებული“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ.

 

 

 

 

მან დირექტორის თანამდებობაზე მოსვლისთანავე სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია.

 

 

„2019 წლის დეკემბერში გავხდი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. როცა ჩემი წინამორბედი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მე, როგორც მის მოადგილეს, დამეკისრა მოვალეობის შესრულება. თავდაპირველად სკოლა ბალანსზე ავიყვანეთ, შევუდექით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მაგრამ კვლავ დარჩენილია მოუგვარებელი საკითხები. ეზოა კაპიტალურად შემოსაღობი, იატაკია დასაგები.

 


„გასულ წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართე წერილით სველი წერტილების მოწყობის თაობაზე, გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი სატკივარი და დააფინანსეს ეს პროექტი. წყალი გვაქვს, თუმცა ზამთარში ზოგჯერ იყინება. ახლა მინდა მერიას ეზოს შემოღობვა ვთხოვო. წერილს ვამზადებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებ მორიგ ჯერზეც მხარდაჭერას მათი მხრიდან.

 

 

„თამამად ვიტყოდი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში გვეხმარება ჩვენი რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი თერეზა ჩივჩიანი. მან ნამდვილად იცის გვერდში დგომა. ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან. აღსანიშნავია, რომ იგი ქართულ ენას უმაღლეს დონეზე ფლობს, ბათუმში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და მრავალმხრივად განვითარებული და განათლებული ახალგაზრდაა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ.

 

 

 


დირექტორის ინფორმაციით, აზმანის საჯარო სკოლაში ამჟამად, 11 პედაგოგიდან 7 უფროსი მასწავლებელია, ოთხი კი ჯერ კიდევ უსტატუსო, ერთი ონლაინ ასწავლის მათემატიკას.

 

 

 

 

მისი თქმით, სკოლაში კარგი ატმოსფეროა შექმნილი და კოლექტივის მხრიდან სათანადო მხარდაჭერას გრძნობს.

 


„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პედკოლექტივთან, ბავშვებთან, მშობლებთან, ყოფილ დირექტორთანაც ასევე, კარგი ურთიერთობა მქონდა. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი თანამშრომლებისგან. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთი პერიოდი თანამდებობიდან წასვლაც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან მთხოვეს დარჩენა. სამსახური შეიძლება დიდ ენერგიას გართმევდეს, მაგრამ დიდ ძალასაც გაძლევს.

 

 

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის ადმინისტრაციის საუკეთესო გუნდი მყავს - საქმის მწარმოებელი და ბუღალტერი. ძალიან შეწყობილად ვმუშაობ მათთან. ორივე მათგანი მეზობელი სოფლიდანაა. საქმის მწარმოებელმაც და ბუღალტერმაც კარგად იციან ქართული ენა. ბუღალტერს, სრბუჰი გალსტიანს გავლილი აქვს კურსები ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში და მიღებული აქვს ა1, ა2 და ბ1 სერტიფიკატები. ზოგადად, სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ, საკმაოდ შეიცვალა მდგომარეობა რეგიონში, სამსახურში უკვე აღარ აჰყავთ ისეთი კადრები, ვინც არ იცის ქართული ენა“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ.

 

 

 

 

აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას ამბობს, რომ ამ მხრივ ბევრი რამ წავიდა წინ, მაგრამ არის გარკვეული პრობლემებიც.

 

 

„ეს რეფორმა საჭიროა, სხვაგვარად ვერ განვითარდები, მაგრამ არის ჩავარდნებიც, რაზეც ახლა არ მსურს საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეფორმა აუცილებელია. ადრინდელი ტრადიციული სწავლება არ იყო იმდენად ორიენტირებული ბავშვზე, როგორც სწავლის დღევანდელი მეთოდია. ახლა მოსწავლე უფროა ჩართული საგაკვეთილო პროცესში - იქნება ეს თამაშის გამოყენებით სწავლება თუ სხვა აქტივობები. მრავალმხრივი სწავლების მოდელი უფრო უვითარებს ბავშვს აზროვნებას, უფრო კრიტიკულ აზროვნებას უყალიბებს მას და, პირადად მე, ეს ძალიან მომწონს. ახლა წინარე ცოდნით აგებ მასალას, აქტიურდება წინარე ცოდნა, ეს მართლა კარგია. სასიხარულოა, როცა შედეგიც შესაბამისი გაქვს. იშვიათია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა რომ არ დაასრულოს უმაღლესი სასწავლებელი. აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლესთან მიდგომა იცოდეს, როგორ აუმაღლოს მოტივაცია, როგორ შეაყვაროს საგანი. მიხარია, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ჩემი საგანი. ყოველთვის ვცდილობ ახალ-ახალი იდეებით და ინფორმაციებით შევიდე კლასში. მეც მუდმივად ძიებაში ვარ“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვარდო შაინიძემ.

 

 

სტატია მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ, ფოტოები კი მოწოდებულია აზმანის საჯარო სკოლის მიერ

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
Most of the time I don’t make comments on websites, but I'd like to say that this article really forced me to do so. Really nice post!You are truly well informed and very intelligent. You wrote something that people could understand and made the subject intriguing for everyone. Really, great blog you have got here. https://www.posterprintcenter.com/adhesive-vinyl.html
27 იანვარი 2023 06:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი