ვანის მერის პირველი მოადგილე გადიდის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
25-01-2023, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დღეს გადიდის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

გადიდსა და ონჯოხეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გადიდი - ონჯოხეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.

 

 

ტობანიერში, მეფარიშვილების უბანში მოეწყობა ბეტონის გზა და გარე განათება.

 


კუშუბოურში, ბურკაძეები-სოსელიების საუბნო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი,ასევე მიქელეფონში, ბელთაძეების უბანში ადგილობრივების გადაწყვეტილებით დაიგება ბეტონის გზა.

 


ტობანიერი - ზედა ეწერის დამაკავშირებელ გზაზე, აჭარლების უბანში, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის პროექტს.

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

 


შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი