ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა
26-01-2023, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, მერიის შენობაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების - 11623061 საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 30 იანვარს დაიწყება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.

 


2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ 922 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 2
#2  გიორგი
      
თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევს თუ რა პროექტი უნდა გაკეთდეს თავის სოფელში იმ თანხით, რაც მათთვისაა გამოყოფილი.
27 იანვარი 2023 07:25
#1   დათო
      
გამარჯობათ კონკრეტულიად რის მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებულ პროგრამებს
26 იანვარი 2023 23:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი