ვანის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
26-01-2023, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, მთისძირის, ზეინდრის, გორას, ფერეთას, სალომინაოს და უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

 


ადგილობრივების გადაწყვეტილებით, მთისძირში, სტურუების უბანში შეიღობება სტადიონი, ჭაგან ჭყვიშში კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასაფლაოსთან მისასვლელ გზას და კეთილმოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.

 


სალომინაოს მაცხოვრებლებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი, საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის გზის დაგებას.

 


საერთო ჯამში სალომინაოსა და ბაგინეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებად დასახელდა, შიდა საუბო გზების შეკეთება, სასმელი წყლის მილების შეძენა და გარე განათების მოწყობა.

 


ზეინდარსა და შუა გორაში, მოსახლეობის მოთხოვნით მოეწყობა გარე განათება.

 


ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, კეთილმოეწყობა ცენტრალური სკვერი, ბაბოთში კი რეაბილიტირდება შიდა საუბნო გზები.

 


ქვედა გორაში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას, რაც შეეხება ზედა გორას, აქ ადგილობრივებმა ბუხაიძეების უბნის საავტომობილო გზაზე, ბეტონის საფარის მოწყობა მიიჩნიეს პრიორიტეტულად.

 


უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებმა, საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონების შეძენას და სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, პოლიეთილენის მილების შეძენას დაუჭირა მხარი, იმერ უხუთში კი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულად მიჩნეული იქნა საუბნო გზების შეკეთება, სასმელი წყლის რეზერვუარისა და პოლიეთილენის მილების შეძენა.

 


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

 


შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი