ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის, ამაღლების და საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
27-01-2023, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის, ამაღლების და საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

 


მიმდინარე შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.

 


ქვედა ბზვანში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, დაფის გორას სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მოეწყობა გარე განათება, მათივე გადაწყვეტილებით განათება მოეწყობა, ბზვანის ცენტრიდან, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე.

 


ზედა ბზვანში ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს, მჟავანაძეების უბანში არსებული ბეტონის გზის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას.

 


მოსახლეობის მოთხოვნით ამაღლებაში, ფუტკარაძეების უბანში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. სოფელ ინაშაურში კი, ინაშაური-ზედა ინაშაურის დამაკავშირებელ, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.

 


საპრასიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მინი სტადიონი, კობელაურის უბანში კი შეიღობება სასაფლაო.

 


რაც შეეხება სოფელ რომანეთს, აქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ პროექტად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, პოლიეთილენის მილების შეძენა და დამონაჟება დასახელდა.

 


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასამართი შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი