საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
31-01-2023, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო
სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს
მოქალაქეებს. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა
მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის
განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი
საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები
უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე
აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო
მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.
სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის
გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან
საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს
18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად -
მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის
სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო
სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების
სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს
წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები
გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო
კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ.
რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება
იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის
გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის
დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო
კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი

კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და
პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს
სექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და
მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის
თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს
სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური
მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის
ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე).
აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა,
ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული
განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს
უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და
რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას
საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ
შტატებში). საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო
მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით
პროფესიას - ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე
სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი,
ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი
(ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც
თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის
სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და
პროფესიული მომზადების ცენტრებში. ☛ რეგისტრაცია წარმოებს
ონლაინ - mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge ☛ ასევე იუსტიციის
სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ☛ 032 2 79 02 00; 032 2 75
26 44; 595 05 06 73; 595 06 03 44

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი