„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები სამველ დარბინიანი და არარატ ეგნატოსიანი, მერიიდან, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.