ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთს საქართველოში „სიტუაციის სააკაშვილის აგრესიულ დროში დაბრუნება სურს“, მაგრამ საქართველოს მთავრობა „ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“
02-02-2023, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

 


მისი შეფასებით, დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ გადააქციოს და მდგომარეობა „სააკაშვილის აგრესიულ დროში“ დააბრუნოს.

 


„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა, რომელიც სანქციების მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის - იქ ახლა ასეთი ტერმინოლოგიაც გაჩნდა - უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ისინი [საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა] ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, ტურიზმი გვაქვს და ენერგორესურსებს ვიღებთ“, - განაცხადა ლავროვმა „Россия 24“-თან და „РИА Новости“-სთან ინტერვიუში და დაამატა, რომ ეს „ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს“.

 


„მაგრამ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სურთ საქართველოს მორიგ „გამაღიზიანებლად“ გადაქცვა და სიტუაციის სააკაშვილის აგრესიულ დროში დაბრუნება“ - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი