კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო
03-02-2023, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

 


ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წელს. 1956 წლიდან იგი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. ჯემალ ღაღანიძის თეატრში განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი"), ბატონი გიორგი („მზიანი ღამე"), როზენკრაცი („ჰამლეტი“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა"), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე"), ტირელი („რიჩარდ III), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი („მაკბეტი"), შალვა („მოხუცი ჯამბაზები“) და სხვა.

 


ჯემალ ღაღანიძემ ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. იგი მონაწილეობს ფილმებში: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი" (1968), „კარდაკარ" (1960), „ფეოლა" (1970), „ლაზარეს თავგადასავალი“ (1973), , „ვინ არის დამნაშავე", „კაპიტნები“ (1974), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976) და სხვა.

 


მსახიობი მონაწილეობს ცნობილ ქართულ ტელესერიალებში „ცხელი ძაღლი“ და „ყავა და ლუდი“.

 


2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მსახიობის ნიჭი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი და პრემიით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიიღო იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო". ჯემალ ღაღანიძე იყო იმ რამდენიმე მსახიობს შორის, რომელთაც განსაკუთრებული სახასიათო როლების შექმნისთვის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია გადაეცათ.

 


ცნობილი მსახიობი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

 


ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და მადლიერებით პატივს მიაგებს ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას და თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებს, საზოგადოებას. ჯემალ ღაღანიძეს, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო, მუდამ დიდი სითბოთი გავიხსენებთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი