მკურნალობის ეფექტურობას ვერ დავამტკიცებ იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას არ მოგვცემენ, – ამის შესახებ კლინიკა „ვვამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს სურვილი ჰქონდა, რომ გადაეყვანათ რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, მას შემდეგ, რაც აღუწერეს სურათი, რამდენად მძიმეა არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა, ეს გადაიფიქრა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც წონის ინდექსი წამოვიდა თვალსაჩინო კლებისკენ, როდესაც პარენტელარულ კვებაზე დადგა საუბარი, პაციენტს შევთავაზეთ და უარი განაცხადა. ვუთხარით, რომ ეს არის მკურნალობაზე უარის თქმა და გთხოვთ, ხელი მოგვიწეროთ ისტორიაში დოკუმენტზე, რაზეც მან კატეგორიული უარი განგვიცხადა. თუ ამაზე ხელს მოაწერდა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ რახან მკურნალობას არ გადის და უარს აცხადებს, ამიტომ იძულებული გავხდებოდით, რომ ისტორია დაგვეხურა, გაგვეწერა პაციენტი. კანონმდებლობაში კარგად ერკვევა. თუ უნდობლობას გიცხადებს პაციენტი, არ გაქვს უფლება, ის გააჩერო კლინიკაში. შესაბამისად, მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შემდეგ იყო ეს ავადსახსენებელი რეანიმაციის თემა, თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, გადავისხამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს.
ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის. რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, – განაცხადა ნადირაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება.
„დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.