ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღის ეზოში ახალი სათამაშო მოედნის გახსნასთან დაკავშირებით, „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“, ქალთა ფონდ „ტასო“-ს, სოფლის ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის მიერ საინტერესო ღონისძიება იქნა ორგანიზებული.
სათამაშო მოედნის გახსნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.