თურქეთის შს მინისტრი აშშ-ის ელჩს მიმართავს, რომ „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისაგან“
05-02-2023, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯეფრი ფლეიკს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისგან“. მანამდე დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა და თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ“.

 


„მივმართავ ამერიკის შეერებული შტატების ელჩს აქედან. მე ვიცი, რომელ ჟურნალისტებს აწერინებთ სტატიებს, შორს დაიჭირეთ თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. მე მკაფიოდ ვიცი, რა ჩაიდინეთ, რა ნაბიჯები გადადგით, როგორ გინდათ განხეთქილებისა და არეულობის შეტანა თურქეთში“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტალიაში გამართულ ბრიფინგზე.

 


შს მინისტრის თქმით, „აშშ-ის ყველა ელჩი თურქეთში ჩასვლისას ჩქარობს, გაარკვიოს, როგორ არის შესაძლებელი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა“.

 


„ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ელჩი ეკითხება საკუთარ თავს, როგორ შეიძლება ზიანი მიაყენოს თურქეთს. ეს იყო თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი უბედურება წლების განმავლობაში. ისინი შეხვედრებს აწყობენ სხვა ელჩებთან და ცდილობენ მათ რჩევა მისცენ. იგივეს აკეთებენ ევროპაში, რადგან აშშ-ის საელჩოები მართავენ ევროპას“, - აღნიშნა სოილუმ აშშ-ის საელჩოს მიერ სტამბოლში ტერაქტების საფრთხის შესახებ თურქეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეების მიმართ ბოლო გაფრთხილების საპასუხოდ.

 


სტამბოლში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ დასავლეთის ქვეყნების საელჩოების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ზოგიერთმა ქვეყანამ ცალკე განცხადებები გამოაქვეყნა, მაგრამ აშშ-ის პირდაპირ გაფრთხილებას დაეყრდნო.

 


აშშ-ის საელჩოს განცხადება გასულ კვირას გამოქვეყნდა, რადიკალური მემარჯვენეების მიერ ევროპაში ყურანის ასლების დაწვის გამო.

 


ამის შემდეგ, ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დახურავდნენ თავიანთ საკონსულოებს სტამბოლში, „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ და „მოსალოდნელი შურისძიების“ მოლოდინში.

 


დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილება დროებით დახურონ თავიანთი საკონსულოები ანკარასთან მისი განხილვის გარეშე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მიიჩნია, როგორც „განზრახ“ მიღებული გადაწყვეტილება.

 


„რატომ დახურეს თავიანთი კარი? ისინი ამბობენ, რომ ტერორისტული საფრთხეა. მოდი ვთქვათ, თუ ტერორისტული საფრთხეა, არ უნდა გვითხრან?! - განსაკუთრებით, თუკი ისინი მოკავშირეები არიან?! გვითხარით, საიდან გაჩნდა ეს საფრთხე?“ - იკითხა ჩავუშოღლუმ.

 


მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახურეს თავიანთი საკონსულოები: „გაგვიზიარეთ ეს ინფორმაცია, გაუზიარეთ ის ჩვენს უსაფრთხოების ნაწილებს, ჩვენს სადაზვერვო დანაყოფებს და თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ის უნდა აღმოიფხვრას, სანამ თავდასხმად გადაიქცევა“.

 


ჩავუშოღლუმ უარყო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გაზიარება თურქეთისთვის და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ. მან დასძინა, რომ თურქეთის საგარეო უწყებაში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, რათა მათ ამის შესახებ აცნობონ.

 


ამ ინციდენტებმა გამოიწვია დიპლომატიური დაძაბულობა თურქეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას,განსაკუთრებით შვედეთს შორის, რომელიც თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის მოწმე გახდა. ამის გამო თურქეთმა შეწყვიტა სამმხრივი შეხვედრა შვედეთის ჩრდილო ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების შესახებ.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი